კალაძე ფონ კრამონზე: შეიძლება, ხვალ-ზეგ მოლოტოვის კოქტეილით ხელში ვიხილოთ

ამ ადამიანებს, ვინც დღეს ევროპის სახელით გველაპარაკებიან, საერთოდ ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. საერთოდ, მე ერთეული ევროპარლამეტარების განცხადებებიც მინდა აქ შემოვიტანო, იმიტომ, რომ მართლა შეურაცხმყოფელია ის განცხადებები, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, რასაც ეს ადამიანები კადრულობენ. არ ვიცი, იგივე ვთქვათ, ოპოზიციის მიტინგებზე მისვლა, იმ ქალბატონის სახელი და გვარი არ მახსოვს, მე გულწრფელად ვამბობ, არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ, შეიძლება, მოლოტოვის კოქტეილით ხელში ვიხილოთ დედაქალაქში. არც იმას გამოვრიცხავ, ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს 2024 წელს.

ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, არც ეს ქალბატონი, გვარი არ მახსოვს, ვიოლა, არ არის ევროპა და არც რომელიმე ევროპარლამენტარი.

თბილისის მერი კახა კალაძე TV იმედზე.

კომენტარები