რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: კრემლიდან წამოსულ ნებისმიერ ინფორმაციას ეჭვის თვალით შევხედავდი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 
REUTERS/Raquel Cunha/Pool

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი გამოეხმაურა რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუშინ, 2 მაისს კრემლს 2 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს. 

ბლინკენის თქმით, მას არ შეუძლია კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება. 

"ჩვენ ამას ვერანაირად ვერ დავადასტურებთ. უბრალოდ არ ვიცით. კრემლიდან წამოსულ ნებისმიერ ინფორმაციას ეჭვით შევხედავდი. ჩვენ ვნახავთ რა ფაქტები არსებობს. ძალიან რთულია კომენტარის გაკეთება ან სპეკულაცია ფაქტების ცოდნის გარეშე". – ამბობს ბლინკენი. 

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუშინ, 2 მაისს კრემლს 2 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს. ოფიციალური მოსკოვი განცხადებაში ამტკიცებს, რომ შეტევა უკრაინის მხრიდან განხორციელდა.

უკრაინა უარყოფს კრემლის ბრალდებას. ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის თქმით, ისინი არ კრემლზე თავდასხმის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.

"ჩვენ არ გვაქვს ინფორმაციას კრემლზე განხორციელებული ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ, თუმცა, როგორც უკვე არაერთხელ აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, უკრაინა ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას მიმართავს საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებისკენ და არა სხვის ტერიტორიაზე თავდასხმისკენ". – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. 

 

 

 

 

კომენტარები