თურქეთი-სომხეთი

თურქეთმა სომხეთს სატრანზიტო რეისებისთვის საჰაერო სივრცე დაუხურა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთმა სომხეთს საჰაერო სივრცე დაუხურა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, შეზღუდვა სომხეთიდან თურქეთის მიმართულებით შესრულებულ ტრანზიტულ რეისებზე გავრცელდება. 

საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, გადაწყვეტილება გასულ კვირას ერევანში ძეგლის გახსნას მოჰყვა. მონუმენტი პირველ მსოფლიო ომში სომეხთა გენოციდზე პასუხისმგებელი თურქი მაღალჩინოსნების მკვლელობაში ჩართულთა ხსოვნას მიუძღვნეს. 

თურქეთის ხელისუფლება ერთი საუკუნის წინ სომეხთა მასობრივ მკვლელობებს აღიარებს, თუმცა ტერმინ გენოციდის წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევს, რომ ამ მოვლენების დროს მრავალი თურქიც დაიღუპა.

ჩავუშოღლუს თქმით, თუ სომხეთი უახლოეს მომავალში ძეგლს არ აიღებს, თურქეთის მხრიდან ამას შესაბამისი ნაბიჯები მოჰყვება. 

კომენტარები