პრესის თავისუფლების დღე

EU: მედიის დაცვა ყველას საზრუნავია, რადგან თავისუფალი პრესა ძლიერ დემოკრატიას ნიშნავს

MD Photography / Shutterstock

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ძლიერი დემოკრატიისთვის მედიის თავისუფლების დაცვა ყველას მოვალეობაა.

"პრესის თავისუფლება და ინფორმაცის ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მედია და ჟურნალისტები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ: ამოწმებენ და ავრცელებენ ფაქტებს, ქმნიან სივრცეებს დებატებისთვის და მათთვის, ვისაც სჭირდება, რომ მისი ხმა გაიგონ.

მედიის თავისუფლების დაცვა ყველას საზრუნავია, რადგან თავისუფალი და პლურალისტური პრესა ნიშნავს ძლიერ დემოკრატიას; ინფორმაციაზე წვდომა აუცილებელი პირობაა სრულფასოვანი დემოკრატიისთვის; პრესის თავისუფლება ნიშნავს, რომ მედია ფარდას ხდის უსამართლობას, უზრუნველყოფს ძალოვნების პასუხისმგებლობას და ებრძვის კორუფციას; სამართლებრივი მუქარა და შეურაცხმყოფელი საქმეები მედიის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს და დემოკრატიას". – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

კომენტარები