პრესის თავისუფლების დღე

აშშ-ს საელჩო: პატივს ვცემთ პრესას, რომელიც მუშაობს ძალადობის, პოლიტიკური დევნის მიუხედავად

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მედიისთვის ზიანის მიყენების ან გაჩუმების ნებისმიერი მცდელობა თავდასხმაა თავად დემოკრატიაზე.

"პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ ჟურნალისტების აუცილებელ როლს დემოკრატიაში. ჟურნალისტები საზოგადოების ინფორმირების და ინსტიტუციებისა და ხელისუფლებაში მყოფი პირების ანგარიშვალდებულების სადარაჯოზე დგანან. თავისუფალი და ძლიერი პრესა აუცილებელია "ხალხის მიერ ხალხისათვის მმართველობის" უზრუნველსაყოფად. შეერთებული შტატების საელჩო პატივს სცემს საქართველოში პრესის წევრებს, რომლებიც მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისა და ინსტიტუციების ანგარიშვალდებულებისთვის, მიუხედავად მათზე ძალადობის, ძალადობის მუქარის, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, პატიმრობისა თუ სხვა ზეწოლისა. მედიისთვის ზიანის მიყენების ან გაჩუმების ნებისმიერი მცდელობა არის თავდასხმა თავად დემოკრატიაზე". – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები