აშშ

ადგილობრივმა ოკლაჰომაში ნაპოვნი 7 ცხედრიდან 1 ქალიშვილი და 3 შვილიშვილი ამოიცნო

ადგილობრივმა ოკლაჰომაში მისი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი იმ შვიდ დაღუპულს შორის ამოიცნო, რომელთა ცხედრებიც სექსუალური მოძალადის სახლში იპოვეს.

59 წლის ჯანეტ მაიომ თქვა, რომ ოკმულგის ოლქის შერიფის ოფისის წარმომადგენელმა მას გუშინ, პირველ მაისს გვიან ღამით შეატყობინა, რომ დაღუპულთა შორის იყვნენ მისი 35 წლის ქალიშვილი და 17, 15 და 13 წლისანი შვილიშვილები. 

დარჩენილი ორი მსხვერპლი - 14 წლის აივი ვებსტერი და 16 წლის ბრიტნი ბრევერი 29 აპრილს მაკფადენების ოჯახს ესტუმრნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც გოგოები აღარ გამოჩნდნენ, 1 მაისს პოლიციამ მათზე ძებნა გამოაცხადა. 

სწორედ ძებნისას, მაიოს თქმით, შერიფის ოფისის ცნობით, მისი ქალიშვილი და შვილიშვილები მაკფადენის სახლში იპოვეს. დაღუპულთა შორისაა თავად მაკფადენი.

7 ადამიანის სიკვდილის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, ჯესი მაკფადენი 1 მაისს სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო პატიმრობაში ყოფნის დროს საბავშვო პორნოგრაფიის გასაღების საქმეზე. 

მაკფადენი 2003 წელს გაუპატიურებისთვის გაასამართლეს და მან საპატიმრო 2020 წელს დატოვა. 

კომენტარები