რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაცნობის აპლიკაცია Tinder რუსული ბაზრის დატოვებას გემავს

პოპულარული გაცნობის აპლიკაცია Tinder რუსული ბაზრის დატოვებას გემავს. შესაბამის ინფორმაციას ბრენდის მფლობელი კომპანია Match Group ავრცელებს

"ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის ერთგულნი ვართ. ჩვენი ბრენდები იღებენ ზომებს რუსეთში მათს სერვისებზე წვდომის შეზღუდვისთვის, რუსული ბაზრიდან გასვლის პროცესი 2023 წლის 30 ივნისამდე დაასრულდება". - წერია განცხადებაში.

Match Group-ის ერთ-ერთი აქციონერის, კომპანია Friends Fiduciary Corp-ის დირექტორის, ჯეფ პერკინსის თქმით, მათი გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლოს დადგენილებას უკავშირდება.

"ბრენდის რეპუტაციისთვის არ არის კარგი, რომ განაგრძოს ოპერაციები ქვეყანაში, რომლის მეთაურსაც ბრალი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ წარუდგინა". - აღნიშნა პერკინსმა.

2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება არაერთმა ტექნოლოგიურმა კომპნიამ მიიღო, მათ შორის, Apple-მა და Netflix-მა.

17 მარტს უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

კომენტარები