თაკო ჩარკვიანი

ჩარკვიანი: ევროპულ საქართველოს ვგულშემატკივრობ, დასავლურ ვექტორად ვთვლი

ახლა რომ დავიტრაბახოთ, რომ ცალცალკე ჩვენ ამას გავაკეთებთ, პრობლემებს მოვერევით, ეს იქნება ტყუილი. სულ მეუბნებიან ხოლმე, რომ შენო ნაციონალური მოძრაობის პარტიის დამცველი ხარო. არასდროს ვაკადრებ ჩემს თავს, რომ რომელიმე ერთი პარტიის დამცველი ვიყო. მე ვარ 600 000 დასავლური ვექტორის ამომრჩევლის გულშემატკივარი და დამცველი. ევროპულ საქართველოს მე ვგულშემატკივრობ, მიუხედავად იმისა, რომ სულ მაქვს უკმაყოფილება გიგა ბოკერიასთან. დასავლურ ვექტორად ვთვლი, რასაც ვერ ვიტყვი ვიღაც ლიდერებზე, რასაც ახლა ვერ ვიტყვი.

ამბობს კანონი და სამართალის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი TV პირველთან ეთერში. თაკო ჩარკვიანი ევროპული საქართველოს და მისი თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას მიმართ აქამდე განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებდა. მან არაერთხელ თქვა, რომ გიგა ბოკერია "მოღალატეა".  "განულებულ ბოკერიასთან ფრთხილად! რეინკარნირებას აპირებს".- ამბობდა ჩარკვიანი 20 ნოემბერს. 

კომენტარები