აშშ

ოკლაჰომაში სექსუალური მოძალადის სახლში 7 ცხედარი იპოვეს, მათ შორის, 5 არასრულწლოვნის

ოკლაჰომას შტატში პოლიციამ სექსუალური მოძალადის, ჯესი მაკფადენის სახლში 7 ცხედარი იპოვა, მათგან 5 არასრულწლოვანის.

დადასტურებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არის თვითონ ჯესი მაკფადენი, ასევე მისი ოჯახის 4 წევრები და ორი არასრულწლოვანი გოგო, რომლებიც მათთან სტუმრად იმყოფებოდნენ.

14 წლის აივი ვებსტერი და 16 წლის ბრიტნი ბრევერი 29 აპრილს მაკფადენების ოჯახს ესტუმრნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც გოგოები აღარ გამოჩნდნენ, 1 მაისს პოლიციამ მათზე ძებმა გამოაცხადა. 

7 ადამიანის სიკვდილის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, ჯესი მაკფადენი 1 მაისს სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო პატიმრობაში ყოფნის დროს საბავშვო პორნოგრაფიის გასაღების საქმეზე. 

მაკფადენი 2003 წელს გაუპატიურებისთვის გაასამართლეს და მან საპატიმრო 2020 წელს დატოვა. 

კომენტარები