ისლამური ჯიჰადი

პალესტინური დაჯგუფების წევრი ისრაელის ციხეში 87-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა

პალესტინური დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის ლიდერი ხადერ ადნანი ლაპარაკობს მის საპატივსაცემოდ გამართულ მიტინგზე მისივე გათავისუფლების შემდეგ. ქალაქი ჯენინი, 2015 წლის 12 ივლისი
Abed Omar Qusini/Reuters/File

პალესტინური დაჯგუფების ისლამური ჯიჰადის წევრი, ხადერ ადნანი ისრაელის ციხეში 87-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა.

ისრაელის ციხის სამსახურმა განცხადებაში ნათქვამია,  რომ 45 წლის ადნანმა შიმშილობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 5 თებერვალს დააკავეს. პატიმრობაში ყოფნისას კი სამედიცინო შემოწმებაზე უარს ამბობდა.

ამავე ინფორმაციით, ის საკანში გარდაცვლილი სამშაბათს, 2 მაისის დილით თითქმის 3-თვიანი შიმშილობის შემდეგ იპოვეს. 

პალესტინის პატიმრების საზოგადოებამ ადნანის გარდაცვალების შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ "ისრაელის ოკუპაციამ მოკლა შეიხ ხადერ ადნანი".

ისრაელის ხელისუფლებამ თქვა, რომ ადნანი თებერვალში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ტერორიზმის მხარდაჭერისა და წაქეზების ბრალდებით დააკავეს. გარდაცვალების მომენტში იგი გასამართლებული არ ყოფილა.

ადნანის გარდაცვალების შემდეგ პალესტინის პოლიტიკურმა პარტიებმა დასავლეთ სანაპიროზე გლოვის ნიშნად სკოლები, უნივერსიტეტები და მაღაზიები დახურეს. 

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ინფორმაცია ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით სამი რაკეტის გაშვების შესახებ გავრცელდა. ამავე ინფორმაციით, რაკეტები დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

პალესტინის პატიმართა საზოგადოების ცნობით, ის 2004 წლიდან მოყოლებული სულ მცირე 11-ჯერ დააკავეს, ხოლო შიმშილობა 5-ჯერ აქვს გამოცხადებული. 

კომენტარები