რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენის ადმინისტრაცია: დეკემბრის შემდეგ რუსეთის დანაკარგი 100 000 ჯარისკაცია

Kevin Dietsch/Getty Images

1-ელ მაისს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ახალი სავარაუდო მონაცემების მიხედვით, რუსეთის ზამთრის შეტევამ "საპირისპირო შედეგი" გამოიღო, რადგან მისმა ძალებმა დეკემბრის შემდეგ 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს. ბაიდენის ადმინისტრაცია დაკარგულს განმარტავს, როგორც დაჭრილს ან მკვდარს.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის თქმით, რუსეთმა "ამოწურა თავისი სამხედრო მარაგი და შეიარაღებული ძალები" და აშშ-ის შეფასებით, ბოლო თვეებში 20 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

CIA-ის ყოფილი დირექტორის, გენერალ დევიდ პეტრეუსის თქმით, აშშ-ის მიერ გაწვრთნილი უკრაინელების კონტრშეტევა მაისში იგეგმება.

"[უკრაინული არმია] დროთა განმავლობაში აღიჭურვება დასავლური ტანკებით, დასავლური ქვეითთა საბრძოლო მანქანებით, დასავლური ჯავშანტექნიკით, და 2023 წლის მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში, იქნება უკრაინელების მასშტაბური კონტრშეტევა. დიდი ალბათობით სამხრეთში. ეს, ალბათ, დაახლოებით მელიტოპოლის ზონა უნდა იყოს და ისინი [უკრაინელები] შეეცდებიან კომუნიკაციების სახმელეთო ხაზის გაწყვეტას, რომელიც რუსეთს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ყირიმთან აკავშირებს."

კომენტარები