რუსეთი

მედია: ლენინგრადის ოლქში ელექტრომომარაგების ბოძი ააფეთქეს

ლენინგრადის ოლქში დაზიანებული ელექტრომომარაგების ბოძი
BAZA

ლენინგრადის ოლქში, არსებული ცნობებით, ელექტრომომარაგების ბოძი უცნობმა პირებმა ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია, ისე ტელეგრამ-არხი BAZA.

როგორც ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომ თქვა, 1-ელი მაისის 00:01-ზე აფეთქდა ელექტრომომარაგების ბოძი გატჩინის რაიონის სუსანინის დასახლებაში. მისივე სიტყვებით, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი აღმოაჩინეს მეორე ბოძზეც.

დროზდენკოს მტკიცებით, აფეთქების შედეგად დასახლებული პუნქტების ენერგოენერგიის მიწოდება არ შეფერხებულა.

შემთხვევის ადგილზე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და ასაფეთქებელი დანადგარების ექსპერტები მუშაობენ.

როგორც ტელეგრამ-არხი BAZA წერს, მეორე ბოძიდან ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოხსნეს და უვნებელყვეს და მიდამოებში სხვა ობიექტებსაც ამოწმებენ.

კომენტარები