უკრაინა სევასტოპოლში საწვავის ავზზე თავდასხმას კონტრშეტევის მზადებისთვის საწყისს უწოდებს

ყირიმში, სევასტოპოლში, თვითმფრინავის სავარაუდო თავდასხმის შემდეგ 29 აპრილი
Stringer/Reuters

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების პრესსამსახურის უფროსის, ნატალია გუმენიუკის თქმით, ყირიმის საპორტო ქალაქ სევასტოპოლში საწვავის ავზზე თავდასხმა კონტრშეტევის დაწყებისთვის მზადების ნაწილია. როგორც გუმენიუკმა საინფორმაციო სააგენტო УНИАН-თან ინტერვიუში აღნიშნა, მტრის ლოჯისტიკური ერთეულების დაზიანება სტრატეგიულ გეგმაში შედის. 

ნატალია გუმენიუკის თქმით, ინციდენტის შემდეგ რუსი სამხედროები დაბნეული და შეშფოთებული არიან და ცდილობენ ოჯახის წევრებთან ერთად ყირიმი, რაც შეიძლება მალე დატოვონ.

"ჩვენ უკვე შევნიშნეთ, რომ ისინი [ოკუპანტები] სამხედრო ბაზების ნოვოროსიისკენ გადატანას ცდილობენ, რადგან სევასტოპოლში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ. მათ აღარ აქვთ სტაბილური ლოჯისტიკური მხარდაჭერა. მტრის ლოჯისტიკური ერთეულის დაზიანება ჩვენი თავდაცვის ძალების მოქმედებებისთვის მზადების ნაწილია, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. ეს არის მოსამზადებელი სრულმასშტაბიანი კონტრშეტევისთვის, რასაც ყველა მოელის". - აღნიშნა ნატალია გუმენიუკმა ინტერვიუში. 


რუსეთის მიერ მხარდაჭერილი, ქალაქის გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის თქმით, ყირიმის საპორტო ქალაქ სევასტოპოლში საწვავის ავზი იწვის

რაზვოჟაევის ინფორმაციით, რომ ხანძარი დაახლოებით 1 000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა და პირველადი ინფორმაციით, ის უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმამ გამოიწვია.

საწვავის ავზი არის კაზაკთა ყურის უბანში, თქვა მან და დასძინა, რომ ადგილზე სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. 

"მეოთხე კლასის ხანძარია. დაშავებულის შესახებ ინფორმაცია განახლებადია". - წერს ის Telegram-ზე.

კომენტარები