რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: ჩრდილოეთ მაკედონია 36-ე ქვეყანაა, რომელიც სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უჭერს მხარს

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს, რომ ჩრდილოეთ მაკედონია 36-ე ქვეყანა გახდა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უჭერს მხარს. 

"ვაფასებ ჩვენს მაკედონიელ მეგობრებს, რომლებიც უერთდებიან ჩვენს ბრძოლას სამართლიანობისთვის. სპეციალური ტრიბუნალის მხარდაჭერა სულ უფრო იზრდება". - წერს კულება Twitter-ზე. 

კომენტარები