რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები უკრაინაში ჩავიდნენ

28 აპრილს ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი და სლოვაკეთის პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა უკრაინას ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. 

"ჩვენ [მე და ზუზანა ჩაპუტოვა] ორივე ვიზიარებთ თავისუფლებისა და სამართლიანობის ღირებულებებს. მძიმე სანახავია შენი თვალებით უყურო, რომ უკრაინელებს ეს ყველაზე ძვირად უჯდებათ, საკუთარი მოქალაქეების სისხლითა და სიცოცხლით იხდიან. აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში იცავენ იმას, რაც ჩვენ გვაერთიანებს. ამიტომაც მათ მხარში დავუდგებით". - წერს პეტრ პაველი Twitter-ზე.

სლოვაკეთის პრეზიდენტის თქმით, პაველთან ერთად მისი ვიზიტი სლოვაკეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ლიდერებს შორის ურთიერთობაში ახალი ეპოქის დასაწყისის დასტურია.  

"ჩვენ უკრაინასთან არამარტო საზღვრები და საერთო წარსული გვაერთიანებს, არამედ საერთო მომავალიც". - აღნიშნა ვიზიტთან დაკავშირებით ზაპუტოვამ. 

კომენტარები