Fugees

FUGEES-ის წევრი პოლიტიკურ შეთქმულებაში დამნაშავედ ცნეს, საქმეზე ჩვენება დიკაპრიომ მისცა

Befunky

ბენდ Fugees-ის წევრი პრაკაზრელ სემუელ მიშელი, იგივე პრასი პოლიტიკური შეთქმულების საქმეზე დამნაშავედ ცნო.

მიშელი სასამართლომ ფულის გათეთრებაში ცნო დამნაშავედ. გათეთრების სქემას ხელმძღვანელობდა, ამჟამად მიმალვაში მყოფი, მალაიზიელი ფინანსისტი ჯო ლოუ. ფულის გათეთრება 2012 წლის ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანიაში გადარიცხვით ხდებოდა. 

მიშელს ასევე ბრალი ედება იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების შეჩერებასა და ტრამპის ადმინისტრაციის დროს ჩინეთიდან ლოუს ექსტრადიციისთვის ხელის შეშლაში.

ვაშინგტონის ოლქის სასამართლომ მიშელი ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. მუსიკოსს ბრალი ედება პოლიტიკურ შეთქმულებაში, ფულის გათეთრებასა და უცხო ქვეყნის აგენტობაში.

საქმეში ჰოლივუდის ვარსკვლავის, ლეონარდო დიკაპრიოს ჩვენებაც ფიგურირებდა. მსახიობი ლოუს საკუთარ დაბადების დღეზე 2010 წელს დაუმეგობრდა, მოგვიანებით ბიზნესმენმა დიკაპრიოს ფილმი Wolf of Wall Street დააფინანსა. 

"მას კარგი ბიზნესმენის სახელი ჰქონდა, სტუდიასთან შეთანხმებით მასთან ვითანამშრომლეთ. პირად საუბარში ერთხელ ახსენა, რომ ობამას საარჩევნო კამპანიაში ფულის გადარიცხვას აპირებდა". 

მიშელის ადვოკატები ბრალდებებს უარყოფენ და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. მათი თქმით მუსიკოსს უბრალოდ გამდიდრება უნდოდა და ვერ გაიაზრა, რომ თაღლითობაში მონაწილეობდა. 

პრასი 90-იანების ცნობილი ჰიპ/ჰოპ კოლექტივის Fugees-ის წევრია, მისი თანაბენდელები არიან ვაიქლეფ ჯინი და ლორინ ჰილი.

კომენტარები