Black Mirror

BLACK MIRROR-ის მე-6 სეზონის პირველი ტრეილერი გამოვიდა – [VIDEO]

Netflix-მა Black Mirror-ის მეექვსე სეზონის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. 

სერიალის შემქმნელების თქმით ახალი სეზონი გამორჩეულად განსხვავებული და მოულოდნელობებით აღსავსე იქნება.

ახალ სეზონში მთავარ როლებს სელმა ჰაიეკი, აარონ პოლი, მაიკლ სერა, ჯოშ ჰარტნეტი, კეიტ მარა, რორი კალკინი, ზაზი ბიტცი და ბენ ბარნსი ასრულებენ.

Black Mirror-ის მეექვსე სეზონი Netflix-ზე მიმდინარე წლის ივნისში გამოვა.

კომენტარები