რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გერმანულმა და ბრიტანულმა საჰაერო ძალებმა ბალტიის ზღვის თავზე 3 რუსული თვითმფრინავი დააკავეს

გერმანულმა და ბრიტანულმა გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში სამი რუსული თვითმფრინავი დააკავეს

"ორი Su-27-ის ტიპის და ერთი Il-20-ის სამხედრო თვითმფრინავი". - წერია გერმანიის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

ვინაიდან NATO-ს ქვეყნებიდან ესტონეთს, ლატვიასა და ლიტვას საკუთარი მოერიშე თვითმფრინავები არ ჰყავთ, 2004 წლიდან ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეს სამხედრო ალიანსი იცავს. ამ მიზნით, მოკავშირეები რეგულარულად აგზავნიან საბრძოლო თვითმფრინავებსა და პერსონალს ბალტიის ქვეყნებში, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან. 

აპრილის დასაწყისში, 8-თვიანი საჰაერო სამეთვალყურეო მისიის შემდეგ, გერმანიამ მეთაურობა დიდ ბრიტანეთს გადასცა. გერმანიის საჰაერო ძალები ბალტიის საჰაერო სივრცის დაცვას თვის ბოლომდე გააგრძელებენ. 

კომენტარები