რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: ის, რომ ვლადიმირ პუტინს ორეულები ჰყავს და თვითონ ბუნკერში ზის, მორიგი სიცრუეა

დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ორეულები ჰყავს და თვითონ ბუნკერში ზის, მორიგი სიცრუეა. ამის შესახებ პესკოვმა ახალგაზრდული ფორუმის მარათონზე გამოსვლისას ისაუბრა.

დმიტრო პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინი არცერთ ბუნკერში არასდროს მჯდარა და ასეთი ცნობები სრული სიცრუეა.

"ალბათ გსმენიათ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ბევრი ორეული ჰყავს, რომლებიც მის ნაცვლად მუშაობენ, როდესაც ის ბუნკერში ზის, ეს მორიგი დიდი ტყუილია. თქვენ ყველა ხედავთ როგორია ჩვენი პრეზიდენტი, ის ადრეც აქტიური იყო და ახლაც აქტიურია. ადამიანებს, რომლებიც მასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, გვიჭირს დავეწიოთ, მისი ენერგეტიკის შეიძლება მხოლოდ გშურდეს. თქვენ შეგიძლიათ ინატროთ, რომ იყოთ ისეთივე ჯანმრთელი, როგორიც ის არის. რა თქმა უნდა, პუტინი არცერთ ბუნკერში არასდროს მჯდარა". - თქვა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში სიტყვა "ბუნკერი" გულისხმობს, მთავრობის კოორდინაციის ანალიტიკურ ცენტრს.

"ეს არის მაღალტექნოლოგიური ცენტრი, სადაც მთავრობის წევრებს შეუძლიათ ნახონ რა ხდება ქვეყანაში რეალურ დროში: ნებისმიერი პრობლემის ნიშანი ეკონომიკაში, საზოგადოებრიც სფეროში, მედიცინაში, ტექნოლოგიაში და ა.შ. ეს ყველაფერი ერთ სივრცეში. სწორედ ამას ეძახიან ადამიანები ბუნკერს. ეს არის ის ბუნკერი, რომელიც ჩვენ გვაქვს და არა ის, რომლის შესახებაც კოლექტიური დასავლეთი ცრუობს". - თქვა პესკოვმა.

კომენტარები