რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა კუპიანსკი დაბომბეს – 1 ადამიანი დაიღუპა, ნანგრევების ქვეშ რჩება 2 მოქალაქე

UNIAN

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ კუპიანსკში მუზეუმი С-300 ტიპის რაკეტებით დაბომბეს - დაღუპულია ერთი ადამიანი, დაშავებულია 10. 

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ადგილზე სამაშაველო სამუშაოები გრძელდება - მაშველები ასუფთავებენ ნანგრევებს, რომელშიც 2 ადამიანია ჩარჩენილი. 

დაშავებული 10 ადამიანიდან 3 საავადმყოფოშია გადაყვანილი, შვიდს დახმარება ადგილზე გაუწიეს.  

სინეგუბოვი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ოკუპანტების მიერ ხარკოვის ოლქის სხვა ქალაქების დაბომბვის შანსი კვლავ მაღალია.  

კუპიანსკის დაბომბას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 

"ტერორისტული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რათა სრულად გაგვანადგუროს - ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი ხალხი, მოკლას უკრაინელები აბსოლუტურად სასტიკი მეთოდებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ეს თუნდაც წამით მაინც დავივიწყოთ. ჩვენ მათ პასუხს გავცემთ!" - დაწერა მან. 

კომენტარები