დენ ბონგინო

გადაცემა Unfiltered-ის წამყვანმა, დენ ბონგინომ FOX NEWS დატოვა

დენ ბონგინო
(Susan Walsh / Associated Press)

კონსერვატიული თოქ-შოუს წამყვანმა დენ ბონგინომ Fox News-ი დატოვა. ამის შესახებ მან რადიო მსმენელებს 20 აპრილს შეატყობინა.

საუბრისას ბონგინომ აღნიშნა, რომ მის მიერ ტელეკომპანიის დატოვება არ არის რაიმე დიდი შეთქმულების ნაწილი. მისივე თქმით, ის და ხელმძღვანელობა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდნენ. 

ბონგინოს, რომელიც წარსულში საიდუმლო სამსახურის აგენტი და პოლიციელი იყო, სატელევიზიო შოუ Unfiltered 2021 წლის ივნისიდან მიჰყავდა. მისი თქმით, მას ჰქონდა შესაძლებლობა მიმდინარე კვირის შაბათს ბოლო გადაცემა წაეყვანა, თუმცა, ამ შესაძლებლობაზე უარი განაცხადა. 

"მადლობას ვუხდით დენს მისი წვლილისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ საქმიანობაში". - აღნიშნა Fox-მა 20 აპრილს გაკეთებულა განცხადებაში.

კომენტარები