ხდება გაუგონარი რამ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბით და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ ეს უმწიკლო, უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია.
მე აქონდროპლაზიის დაავადების ბავშვების მშობლების მიმართ მინდა გამოვხატო სრული თანაგრძნობა და მათ ვუთხრა, რომ ჩვენ, მთავრობა, სახელმწიფო მათ გვერდით დგას და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ მე მინდა მათ ვთხოვო, რომ ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას, ნებსით თუ უნებლიედ. არავის, არცერთ პოლიტიკოსს, ვინც ახლა ჩართულია ამ კამპანიაში, არ გახსენებია ამ ბავშვების ბედი, არც მათი მდგომარეობა, არც არაფერი.





