პროფესიონალიზმი, მოსამართლეების სრული დამოუკიდებლობა, ძალიან ძლიერი და ჯანსაღი სასამართლო სისტემა არის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია. Ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, რათა წარვადგინოთ მათი რეფორმები. პარლამენტში ასევე მიმდინარეობს სამუშაო სასამართლო რეფორმაზე. ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერს ამ რეფორმებს. მიღწეული პროგრესი შეფასდება გაფართოების ანგარიშში მიმდინარე წლის ოქტომბერში და შემდეგ 27 წევრი ქვეყანა შეაფასებს იმ პროგრესს, რასაც საქართველო მიაღწევს, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო წინსვლისთვის და იმაში დასარწმუნებლად, რომ რეფორმები, რომლებიც ძალიან რთული და გამოწვევებით სავსეა, კარგად არის პროგრესირებული.
საქართველო-ევროკავშირი
ჰერჩინსკი: კიდევ არის დრო სასამართლო რეფორმის წინსვლისთვის – პროგრესი ოქტომბერში შეფასდება
tbl.ge/6ci9
დაკოპირდა

თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პირველი არხის ცნობით.
ამავე თემაზე
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
- პირველი შეხვედრა იყო, პოზიციები გავცვალეთ - ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
- ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე: დიალოგი შედგა. პოზიტიურად ვარ განწყობილი
- კირცხალია: ღიმილისმომგვრელია, შევედაროთ ნებისმიერ სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას
- დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებას შეეხება - ევროკომისიის სპიკერი დიალოგზე




