დღეს ძალაში შევიდა სამი ახალი გადაწყვეტილება სანქციების შესახებ იმ პირების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიას და ეხმარებიან რუსულ ჯარს.
ერთი პაკეტი ეხება რუსული თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოებს, რომლებიც იცავენ ტერორისტულ არმიას. სანქციების სიას ამჯერად 322 კომპანია დაემატა – იარაღის მწარმოებელი და სხვა. დანარჩენი ორი სანქციების სია მოიცავს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან, რათა საკუთრება შეინარჩუნონ. ისინი მონაწილეობენ თავისუფლების განადგურებაში როგორც თავად რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე ჩვენს მიწაზე.
ჩვენი სანქციების პაკეტები პარტნიორებთან დეტალურად მუშავდება. ეს არის ყველა ჩვენგანის ერთ-ერთი მთავარი საერთო ამოცანა - ყველასი, ვინც ომის უფრო სწრაფად დასრულებას, ჩვენთვის უფრო სწრაფ გამარჯვებას ესწრაფვის. ახლა ჩვენი ამოცანაა, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყოველგვარი შესაძლებლობა აღმოიფხვრას. ყოველი რუსული სქემა, რომელიც სანქციებისთვის გვერდის ავლას შესაძლებელს ხდის, ამ ომს ახანგრძლივებს, აგრესორს კი შესაძლებლობებს მატებს.
შესაბამისად, რაც უფრო მკაცრი იქნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი, რაც მეტი შეზღუდვა ექნება ტერორისტულ სახელმწიფოს, ყველა მასთან დაკავშირებული პირსა და მთელი რუსეთის ომის ეკონომიკას, მით უფრო სწრაფად დასრულდება აგრესია.
და მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვისაც ეს ესმის.
დიდება ყველა ჩვენს ჯარისკაცს! დიდება სხვადასხვა დროის ყველა ჩვენს გმირს, ვინც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა!
უკრაინა ყოველთვის თავისუფალი იქნება! დიდება უკრაინას!





