რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: რუსეთის სარდლობა ცდილობს, პუტინი თავდაცვაზე გადასვლის საჭიროებაში დაარწმუნოს

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურად განახლებად ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რუსეთის სარდლობა ცდილობს, დაარწმუნოს პუტინი, რომ ჯარმა თავდაცვით სამხედრო ოპერაციებსაც მიმართოს, თუმცა, ISW-ის განმარტებით, მაღალჩინოსნებს პუტინისთვის ამ აზრის პირდაპირ თქმა უჭირთ.

ISW-ი წერს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი, სავარაუდოდ, იაზრებენ უკრაინის კონტრშეტევის საფრთხეს, თუმცა პუტინის დაჟინებული მოთხოვნით კონტრაქტორებს "უაზრო შეტევების გასაძლიერებლად გზავნიან". 

ომის კვლევის ინსტიტუტი აქამდე კრემლის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინი კომპტეტენტურობაზე მეტად ლოალობას აფასებს და ეს დამოკიდებულება, სავარაუდოდ, ხელს უშლის შოიგუსა და გერასიმოვს, იფიქრონ ეფექტიანი თავდაცვისთვის ოპტიმალური პირობების შექმნაზე, ამის ნაცვლად, მათ ელიტარული დანაყოფების ზღვრული მიზნებისთვის უსარგებლო ბრძოლებში გაწირვა უწევთ. 

ასევე, ISW-მა გასულ თვეებში აღნიშნა, რომ შოიგუმ და გერასიმოვმა პუტინის მობილიზაციის გამოცხადებაზე დათანხმება ვერ შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ძალების აღსადგენად ეს ძალიან სჭირდებოდა. 

ასევე, ანგარიშში წერია, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობამ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინთან დაძაბული ურთიერთობა შესაძლოა ნაწილობრივ გამოასწორა. 

კომენტარები