რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იდალგო: 2024 წელს თუ ომი გაგრძელდა, რუსი სპორტსემენების ოლიმპიურ თამაშებზე დაშვება არ შეიძლება

პარიზის მერის, ან იდალგოს თქმით, 2024 წელს უკრაინაში ომი თუ კვლავ გაგრძელდება, რუსი სპორტსემენების პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დაშვება არ შეიძლება. ამის შესახებ იდალგომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ისაუბრა

"ჩვენ ოლიმპიური თამაშების იდეის ერთგულები ვართ. ჩემთვის პარიზია დამიანის უფლებების დედაქალაქია და არა მხოლოდ ჩემთვის. ოლიმპიური მოძრაობის ღირებულებები, ჰუმანიზმის ღირებულებები, ევროპის ღირებულებები – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 2024 წელს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, თუ რუსეთის თავდასხმა თქვენზე კვლავ გაგრძელდება, ეს ნიშნავს, რომ ისინი თავს ჩვენ და ჩვენ ღირებულებებს ესხმიან. თუ ომი გაგრძელდება, რუსი სპორტსმენების პარიზში მიღება არ შეიძლება. აქ ამისთვის ვართ. ვცდილობთ, რომ სპორტსმენები, საერთაშორისო ფედერაციები და ქვეყნები ამაში დავარწმუნოთ. ჩვენ თქვეთან ვდგავართ. ჩვენ მხარს გიჭერთ ამ ბრძოლაში. შეგიძლიათ გქონდეთ პარიზისა და ჩემი იმედი". - თქვა იდალგომ.

პარიზის მერი ევროკავშირის რეგიონების კომიტეტის პრეზიდენტთან, ვასკო კორდეირუსთან ერთად უკრაინაში ქალაქებისა და რეგიონების საერთაშორისო სამიტის ფარგლებში ჩავიდნენ.

შეხვედრისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზის მერს, ან იდალგოს პარიზის მიერ ათობით ათასი უკრაინელი ლტოლვილის შეფარებისთვის და უკრაინისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და პარიზს "გადამრჩენელი ქალაქის" ჯილდო მიანიჭა.

კომენტარები