კახა ოქრიაშვილი

ოქრიაშვილი: მესამე დღეა, რუსული ოცნება საპარლამენტო ცხოვრების პარალიზებას აგრძელებს

მესამე დღეა, "რუსული ოცნება" აგრძელებს საპარლამენტო ცხოვრების პარალიზებას, ერთადერთი მოტივით, რომ მხარში ამოუდგეს კორუმპირებულ მოსამართლეებს. ამ ამბავში ერთი რამ არის კარგი: ხდება სრული ლუსტრაცია, რომ ქვეყანაში გამეფებულია არა უბრალო, არამედ სისტემური კორუფცია, რომელშიც ჩართულია სასამართლო, მთელი მართლმსაჯულების სისტემა, პარლამენტი და ყველა დანარჩენი სახელმწიფო სტრუქტურა. ყველანი კი ექვემდებარებიან ბატონ ივანიშვილს - დაწყებული პრემიერმინისტრიდან, დასრულებული დაბალი რანგის საჯარო მოხელეებით. მათ აერთიანებთ ერთი რამ, შეინარჩუნონ ძალაუფლება და განაგრძნონ ჩვენი ქვეყნის ძარცვა! 

ამიტომაც არ უნდათ ევროკავშირი, რადგან ევროკაშირში ასე ვერ გაგრძელდება. "რუსული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირში ვერ მოხვდეთ, მაგრამ მაინც მოხვდებით, რადგან საქართველოს მოსახლეობის 90 % აქვს ურყევი სურვილი, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. 

დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება!

ამბოსბ დეპუტატი კახა ოქრიაშვილი. დღეს, 20 აპრილს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა პარლამენტში რეგისტრაცია კვლავ არ გაიარეს და სასამართლოში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ ვერ შედგა. 

კომენტარები