რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის მიზანია, არ დაუშვას უკრაინის NATO-ში გაწევრიანება

დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინაში მიმდინარე "სპეცოპერაციის" ერთ-ერთი მთავარი მიზანია, არ დაუშვას უკრაინის NATO-ში გაწევრიანება. ამის შესახებ პესკოვმა პრესკონფერენციის დროს, ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის კიევში ვიზიტის ფონზე ისაუბრა.

"რა თქა უნდა [ეს ჩვენი მიზანია]. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს [უკრაინის NATO-ში გაწევრიანება] სერიოზულ და მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას და მის უსაფრთხოებას". - თქვა პესკოვმა.

ამავდროულად, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალაინსში გაწევრიანების პერსპექტივაზე კრემლის შეფასების შესახებ დასმულ კითხვაზე, პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლს ასეთ პერსპექტივაზე შეფასება არ აქვს.

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა.

კომენტარები