რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მალიარი: უკრაინის აღმოსავლეთში კონტრიერიშის მოქმედებები ახლაც მიმდინარეობს

უკრაინელი სამხედრო სლავიანსკში. 2023 წლის 15 იანვარი.
Ximena Borrazas / ZUMA Wire

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ამბობს, რომ კონტრიერიში არ უნდა შემცირდეს მხოლოდ აქტიურ შეტევით მოქმედებებსა და კონკრეტულ დროებზე. მისი თქმით, კონტრიერიში უკრაინის აღმოსავლეთში ახლაც გრძელდება.

"კონტრიერიში არ უნდა შემცირდეს მხოლოდ რაღაც აქტიურ შეტევით მოქმედებებზე, რადგან საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ მიზნებზე, გაათავისუფლონ ჩვენი ტერიტორიები. ჩვენი მიზანია ტერიტორიების გათავისუფლება და მტრის შეჩერება მის შეტევით მოქმედებებში.

ამიტომ, კონტრიერიშზე ვიწრო კონტექსტში საუბარი არაკორექტულია. ეს მოქმედებებისა და ღონისძიებების დიდი კომპლექსია, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ასრულებს. ეს პირველ რიგში მოქმედებებისთვის, თავდაცვისა და შეტევითისთვის ხალხის მომზადებას ნიშნავს. თუმცა, მთლიანობაში რომ ვთქვათ, თუ ჩვენს სტრატეგიულ მიზნებზე ვსაუბრობთ, ამას შეიძლება ეწოდოს კონტრშეტევითი ღონისძიებები.

ეს მოიცავს ტექნიკის, ხალხის, რეზერვის მომზადებასა და ტაქტიკის ფორმირებას, ა, ბ და გ გეგმების მოფიქრებას, რადგან მოქმედებების მხოლოდ ერთი ვარიანტი ვერ იარსებებს, რადგან მათ მტერიც ამზადებს.

უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ძალიან მოკლე ვადაში მიიღება და არა ორ თვეში. საბოლოო გეგმა იმგვარად მიიღება, რომ მტერმა საპასუხო რეაგირება ვერ შეძლოს.

უნდა გესმოდეთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დღეს არ ამზადებენ რაღაცას მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით, არამედ საჭიროა გვესმოდეს, რომ შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად ემზადებიან ჩვენი ტერიტორიების რული გათავისუფლებისთვის და არა მხოლოდ კონტრიერიშისთვის". – თქვა მალიარმა. 

მალიარის თქმით, აქტიური მოქმდებები ბახმუტის, მარინკის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით ასევე შესაძლოა ჩაითვალოს კონტრიერიშის ელემენტებად.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადება თავდაცვისა და შეტევის სხვადასხვა მოქმედებებისთვის მუდმივად გრძელდება. ასევე, კონტრიერიშის მოქმედებები ახლა აღმოსავლეთშიც მიმდინარეობს". – აღნიშნა მალიარმა.~

უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიური კონტრიერიშის მოქმედებებს უკვე რამდენიმე თვეა რაც ელიან, თუმცა მასშტაბური შეტევა კვლავაც არ დაწყებულა. გასულ კვირებში გაიჟონა აშშ-ს სადაზვერვო დოკუმენტები, რომლებიც უკრაინის კონტრშეტევაზე გარკვეულ დეტალებსაც მოიცავდა, თუმცა ისინი დეტალური არ ყოფილა.

კომენტარები