ავტოსაგზაო შემთხვევა

ვარკეთილში 14 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა, მძღოლი დაკავებულია

ვარკეთილში მანქანა ქვეითს დაეჯახა, 14 წლის მოზარდი ადგილზე დაიღუპა. ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტრომ უთხრა, რომ მძღოლი დაკავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები