როდესაც ჩვენი ე.წ. რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს, მინდა, ჩვენს ევროპელ მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, ეს არის სამარცხვინო ფაქტი, მაგრამ მიხარია, რომ სიმართლე გაირკვა. გახსოვთ, შარშან პირიქით აბრალებდნენ, თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული ამ საქმიანობაში და ახლა „ბიბისიმ“, ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საბოლოოდ გამოავლინა და ამის თაობაზე უკვე მთელ საზოგადოებას ეცნობა. ასე რომ, ნაცვლად იმისა, ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ჩართული იყვნენ დესტრუქციულ ქმედებებში ყოველდღიურად, მათ ყოველ დღე უნდა მოიხადონ ბოდიში ახლა უკვე როგორც ჩვენი საზოგადოების წინაშე, ასევე ევროპული საზოგადოების წინაშე. უნდა მისცენ ახსნა-განმარტებები, რატომ ფინანსდება მთელი ოპოზიციური სპექტრი, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, მათი ტელევიზიები ნაძარცვი ფულით, ევროპელი პენსიონრების მოპარული ფულით. ამის თაობაზე მინდოდა, ჩემი მხრივ გამეკეთებინა კომენტარი.
ირაკლი ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი: ოპოზიციამ უნდა აუხსნას საზოგადოებას, რატომ ფინანსდებიან ნაძარცვი ფულით
tbl.ge/6cbq
დაკოპირდა

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ამავე თემაზე
- ომბუდსმენის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ღარიბაშვილს ციხე არ დაუტოვებია – პენიტენციური
- ღარიბაშვილს ოჯახის წევრის დაბადების დღეზე ციხე არ დაუტოვებია - პენიტენციური
- "აღიარონ, რომ სიუჟეტი იყო ცილისმწამებლური" – ღარიბაშვილის ოჯახი TV პირველს უჩივის
- ღარიბაშვილის მამის "მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა"
- ღარიბაშვილი: მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა




