რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში რუსი ჯარისკაცები მოინახულა

Gavriil Grigorov, Sputnik, Kremlin Pool Photo via AP

კრემლის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცების შტაბ-ბინას ეწვია, რაც ეს მარტის შემდეგ რუსეთის დროებით კონტროლირებად ტერიტორიაზე მისი მეორე ვიზიტია. 

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს პუტინი, რომელიც რუსული ძალების სამეთაურო პუნქტზე იმყოფება - სამხრეთ ხერსონის რეგიონში. პუტინმა, რომელიც ვერტმფრენით ჩავიდა, კრემლის განცხადებით, საბრძოლო სიტუაციების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ლუგანსკის რეგიონის აღმოსავლეთით გადავიდა. 

ორივე რეგიონში პუტინმა სამხედროებს აღდგომა მიულოცა და ხატები გადასცა.

რუსეთმა ხერსონისა და ლუგანსკის რეგიონების ანექსია, დონეცკთან და ზაპოროჟიესთან ერთად, სექტემბერში გამოაცხადა

AP News-ის ინფორმაციით, კრემლის მიერ გავრცელებული პუტინის ვიზიტის კადრების გადამოწმება შეუძლებელია. 

გასულ თვეს პუტინი ყირიმის რეგიონსა და მარიოპოლს ეწვია. 

კომენტარები