რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუბინეცი: რუსი სამხედროების მიერ უკრაინელების სიკვდილით დასჯის ათობით ვიდეო მივიღეთ

დიმიტრი ლუბინეცი

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, დიმიტრი ლუბინეცის თქმით, ბოლო 9 თვის განმავლობაში ომბუდსმენის ოფისმა რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინელი სამხედროების საჯაროდ სიკვდილით დასჯის ათობით ვიდეო მიიღო. ამის შესახებ მან Украинская правда-სთან ინტერვიუში აღნიშნა

ომბუდსმენის ცნობით, ხშირად ვიდეო მასალა წამებისა და დასახიჩრების ამსახველ კადრებსაც შეიცავს. მათი გავრცელების მიზანი საზოგადოებაში ანტიუკრაინული განწყობის დათესვა, უკრაინელი სამხედროების დათრგუნვა და საკუთარი ჯარისკაცებისადმი მუქარაა, რომ უკრაინულ ჯარს არ ჩაბარდნენ.

"პირველ რიგში, მათ სურთ რუსულ საზოგადოებაში ანტიუკრაინული ისტერიის შენარჩუნება. მეორეც, ამ გზავნილით მათ უნდათ დაარწმუნონ თავისი ჯარისკაცები, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ჩაბარდნენ, "ასე მოგკლავენ, თუ გადაწყვეტთ, რომ ჩაბარდეთ". და მესამე, ისინი ამით კონტრშეტევისთვის მომზადების პროცესში უკრაინელი სამხედროების დათრგუნვას ცდილობენ". - ამბობს ლუბინეცი ინტერვიუში. 

კომენტარები