რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სლავიანსკში სამაშველო სამუშაოები დასრულდა – ნანგრევებიდან 10 დაღუპული ამოიყვანეს

დონეცკის ოლქში, ქალაქ სლავიანსკში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები დასრულდა. უკრაინელებმა დაბომბილი კორპუსის ნანგრევებიდან 15 ადამიანი ამოიყვანეს - მათგან 10 დაღუპული.  

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, გადარჩენილი 5 ადამიანიდან ერთ-ერთი 14 წლის გოგოა, დაღუპულ 10 პირს შორის კი არის 2 წლის ბიჭი. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 24 ადამიანი.  

სლავიანსკში 5-სართულიანი კორპუსი რუსმა ოკუპანტებმა 14 აპრილს, С-300 ტიპის რაკეტებით რვაჯერ დაბომბეს. დაბომბილი კორპუსის გაწმენდის სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდა. 

კომენტარები