რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა და უკრაინამ სააღდგომოდ ტყვეები გაცვალეს – 130 უკრაინელი სამშობლოში ბრუნდება

უკრაინამ და რუსეთმა სააღდგომოდ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი Telegram-ზე ავრცელებს.

"ჩვენ ვაბრუნებთ 130 უკრაინელ მებრძოლს. ეს პროცესი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა ბოლო დღეების განმავლობაში." წერს ერმაკი.

დაბრუნებულ უკრაინელ ტყვეებს შორის არიან სამხედროები, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიელები, საზღვაო ძალები, სახელმწიფო ტრანსპორტის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები. ამასთან, ჯარისკაცები და სერჟანტები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ ბახმუტის, სოლედარის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ფრონტებზე.

კომენტარები