რუსეთის პარაოლიმპიურმა კომიტეტმა (RPC) გაეროს მიმართა, მოუწოდოს საერთაშორისო პარაოლიმპიურ კომიტეტს (IPC), აღკვეთოს ნებისმიერი დისკრიმინაცია რუსი პარაოლიმპიური სპორტსმენების მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TACC ავრცელებს.
"RPC [რუსეთის პარაოლიმპიურმა კომიტეტი] სთხოვს გაეროს, მოუწოდოს IPC-ს [საერთაშორისო პარაოლიმპიურ კომიტეტს], აღკვეთოს რუსი შშმ სპორტსმენების ნებისმიერი დისკრიმინაცია ან მათი უფლებების დარღვევა, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სპორტულ ტურნირებსა და პარაოლიმპიურ თამაშებში". - წერს რუსული მედია რუსეთის პარაოლიმპიურმა კომიტეტის ღია წერილზე დაყრდნობით.





