ვიქტორ ორბანი

უკრაინა ფინანსურად არ არსებობს, თუ დაფინანსებაზე უარს ვიტყვით, ომი დასრულდება – ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ უკრაინა "ფინანსურად არარსებული ქვეყანაა" და პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ომი დაუყოვნებლივ დასრულდება

"უკრაინა ფინანსური გაგებით არის არარსებული ქვეყანა, მას არ შეუძლია საკუთარი თავის დაფინანსება. საკითხავია, მხარს ვუჭერთ თუ არა უკრაინას. როგორც კი ვიტყვით უარს, ომი დასრულდება". - თქვა ორბანმა.

მან აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის პენსიებისთვის, ხელფასებისთვის, განათლებისა და ჯანდაცვის საჭიროებებისთვის უზრუნველყოფს თანხებს. ამ თანხების უკრაინისთვის გადაცემა კი შეუძლებელია, რომ მუდმივად გაგრძელდეს.

ორბანის სიტყვებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დმიტრი მედვედევი გამოეხმაურა.

"ძალიან კარგია. ევროპელი პოლიტიკოსისთვის თამამად და ზუსტად ნათქვამია. შეიძლება მხოლოდ დავამატო, რომ როგორც კი დასავლური დაფინანსება დასრულდება, თავად უკრაინა დასრულდება". - თქვა მედვედევმა.


აშშ-ს კონგრესში ჯგუფი, რომელიც ორივე, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებისგან შედგება, მუშაობს სანქციებზე, რომლებიც შესაძლოა დაუწესდეთ პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანის მოკავშირე უნგრელ პოლიტიკოსებს.

სანქციების კანონპროექტში დასახელებული იქნებიან ყოფილი მაღალჩინოსნები და მთავრობის მხარდამჭერები, რომლებსაც კავშირები აქვთ ვიქტორ ორბანის პარტია ფიდესთან.

კომენტარები