რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის €1 მილიარდის საბრძოლო მასალის გამოყოფას დაუჭირა მხარი

Frederick Florin / AFP

ევროკავშირის საბჭომ, EPF-ის (European Peace Facility) ფარგლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად €1 მილიარდის ოდენობის საბრძოლო მასალის გამოყოფას დაუჭირა მხარი. აღნიშნული გადაწყვეტილების საშუალებით ევროკავშირი დააფინანსებს წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინას საბრძოლო მასალით ეხმარებიან. 

"დღევანდელი გადაწყვეტილებით, ჩვენ ვახდენთ ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღწეული ისტორიული შეთანხმების აღსრულებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინას €1 მილიარდის ოდენობის საარტილერიო საბრძოლო მასალას გადავცემთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. არ არსებობს ევროკავშირის ერთიანი გადაწყვეტის მექანიზმისა და მტკიცე სურვილს, მხარი დაუჭიროს უკრაინის თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას სასტიკი რუსი აგრესორის წინააღმდეგ". – ამბობს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოსეფ ბორელი. 

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მოყოლებული, ჯამში, EPF-მ უკრაინის დასახმარებლად €4.6 მილიარდის დახმარება გამოყო. 

EPF-ის პლატფორმა 2021 წელს შეიქმნა და მისი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით ევროკავშირის პარტნიორების დახმარებაა სამხედრო და თავდაცვის სფეროში, რისი მიზანიც საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაა.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის მიერ 12 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში რუსული ძალები ზაპაროჟიეს რეგიონში თავდაცვის დიდი ხაზების მოწყობას განაგრძობენ.

ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ მელიტოპოლზე უკრაინის კონტრშეტევის მოგერიების მიზნით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეში, 120-კილომეტრიანი მონაკვეთის გასწვრივ თავდაცვის სამი ხაზი მოაწყვეს. 

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა ჩადო ამ თავდაცვით სამუშაოებში, რადგან დარწმუნებულია, რომ უკრაინა ქალაქ მელიტოპოლზე თავდასხმას განიხილავს. 

 

 

კომენტარები