რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთთან დაახლოებულ კომპანებს და ინდივიდებს სანქციები დაუწესა

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ვაშინგტონში

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სანქციები ძირითადად რუსეთის მიერ კონტროლირებულ კომპანიებს დაუწესეს და მიზანი საერთაშორისო საფინანსო სისტემებზე რუსეთის წვდომის შეზღუდვაა.

ჯამში, აშშ-მ სანქციები დაუწესა 25 ინდივიდსა და 29 კომპანიას, რომლებიც 20 სხვადასხვა იურისდიქციის ქვეშ ოპერირებენ. ამავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს რამდენიმე რუსულ კომპანიას, რომელიც რუსეთის თავდაცვის სფეროში მუშაობს, მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და ასევე კომპანიებს, რომლებიც კავშირში არიან რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაცია Rosatom-თან. 

"იმ დროს, როდესაც კრემლი ცდილობს მონახოს გზები, რათა თავიდან აირიდოს მრავალმხრივი სანქციები და ექსპორტის კონტროლი, რომელიც რუსეთს უკრაინაში წარმოებული ომისთვის დაუწესეს, აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები გავაგრძელებთ ხელის შეშლას თავიდან არიდების იმ სქემებისთვის, რომლებიც ბრძოლის ველზე ხელს უწყობენ პუტინს. დღევანდელი ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მისწრაფებას, შევასრულოთ G7-ის ვალდებულებები და დავუწესოთ მკაცრი საფასური მესამე სამყაროს ქვეყნებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთის ომს". – ამბობს სახაზინო მდივნის მოადგილე ტერორიზმსა და ფინანსური დაზვერის საკითხებში, ბრაიან ნელსონი.  

კომენტარები