რუსეთი

რუსეთის ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით გამოსცადეს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა.

სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტა ასტრახანის რეგიონში მდებარე პოლიგონიდან გაუშვეს და მან მიზანი ყაზახეთში გაანადგურა. 

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულის მიზანი "კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების სამხედრო აღჭურვილობის პერსპექტიულობის გამოცდა" იყო, ხოლო ამავე განცხადებაში ნახსენებია, რომ ტესტმა დაადასტურა იმ კონსტრუქციული და ტექნიკური გადაწყვეტილებების სისწორე, რომელსაც რუსეთი მიმართავს ახალი სტრატეგიული დანიშნულების მქონე სარაკეტო კომპლექსებზე მუშაობისას.

კომენტარები