რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გერმანია ვერ ასრულებს NATO-ს ვალდებულებებს – გავრცელდა საიდუმლო ჩანაწერები

გერმანიის არმიის მეთაურის გავრცელებული საიდუმლო ჩანაწერი ცხადყოფს, რომ სახმელეთო ჯარები ვერ ასრულებენ NATO-ს ვალდებულებებს და დივიზია, რომელსაც გერმანია NATO-ს დაჰპირდა, ბრძოლისთვის სრულად მზად არ არის.

ბერლინი NATO-ს სრულად აღჭურვილ არმიის დივიზიას უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში 2025 წლისთვის დაჰპირდა .

"არმია ვერ მოახერხებს მაღალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებების გამართვას და NATO-ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით შეძლებს" - ამბობს არმიის ხელმძღვანელი გავრცელებულ დოკუმენტებში.

ჩანაწერი აძლიერებს ზეწოლას თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსზე, რომელიც ბუნდესვერის, შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ პრობლემებს აწყდება, რაც, ამავდროულად, ,მისი წინამორბედების პრობლემაც იყო.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა POLITICO-ს უთხრა, რომ "შიდა დოკუმენტებსა" და "მზადყოფნის მდგომარეობაზე" კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა დაძინა, რომ 2025 წლის ნაკისრი ვალდებულება უცვლელი რჩება.

ბუნდესვერის სახმელეთო ძალებმა საიდუმლო დოკუმენტსა და მის შინაარსთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

დოკუმენტების თანახმად, ჯარის მთელი აქტივების გაერთიანებაც კი არ იძლევა 2025 წელს დივიზიის სრულად აღჭურვის საშუალებას. ამასთან, გავრცელებულ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ უკრაინის დახმარება ჯარის ოპერატიული მზადყოფნის აშკარად შესამჩნევ შემცირებას იწვევს.

 

კომენტარები