მარსელი

მარსელში, ჩამონგრეულ შენობაში 2 ცხედარი იპოვეს

შენობის ჩამონგრევის ადგილას ორი ცხედარი იპოვეს. ფრანგი პროკურორის, დომინიკ ლორენსის თქმით, 17-საათიანი სამაშველო ოპერაციის მიუხედავად, მდგომარეობა ჯერ სტაბილურებული არ არის.

"სირთულეების გათვალისწინებით, ცხედრების ნანგრევებიდან ამოყვანას დრო დასჭირდება". - თქვეს სახანძრო დეპარტამენტში.

მარსელის მერმა ბენოი პაიანმა თქვა, რომ მაშველები გადარჩენილების პოვნის იმედს არ კარგავენ. 


9 აპრილს, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯერალდ დარმანიანის ინფორმაცით, ქალაქ მარსელში აფეთქების შეეგად ორი კორპუსი ჩამოინგრა. ნანგრევების ქვეშ 10-მდე ადამიანი იმყოფება

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ექვსი ადამიანი საავადმყოფოში სერიოზული დაზიანებებით გადაიყვანეს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
 

კომენტარები