მიუსაფარი ძაღლები

კალაძე: თბილისში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი აშენდება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development-ს შორის ხელშეკრულება ფორმდება, რომლის თანახმად, სავაჭრო ცენტრ ისთ ფოინთის მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი აშენდება. ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის მე-2 ჩიხში მდებარე 9 231 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, აღნიშნული შპს დაახლოებით 2 წლის განმავლობაში, მილიონნახევარი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

მიწის ნაკვეთზე ძაღლებისთვის მოეწყობა ვოლიერები, საოპერაციო და საკარანტინო სივრცეები და სხვადასხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები, რაც აღნიშნული სივრცის სრული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. კომპანია იღებს ვალდებულებას, 150 ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი მოაწყოს.

თქვა თბილისის მერმა, კახაკალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები