მკვლელობა

ვარკეთილში კაცი მოკლეს, ბრალდებული დაკავებულია

გუშინ, გვიან ღამით ვარკეთილში კაცი მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული ცხელკვალზე დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაზე, რომელიც ცივი იარაღითაა ჩადენილი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები