რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი სი ძინფინგს: ვიცი, შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთი გონზე მოიყვანოთ

ემანუელ მაკრონისა და სი ძინფინგის შეხვედრა ჩინეთში, 2023 წლის 7 აპრილი.

ჩინეთში გამართული ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრეზიდენტ სი ძინფინგთან გამოთქვა იმედი, რომ ის უკრაინაში ომის დასრულებაში წვლილს შეიტანს. 

"ვიცი, შემიძლია მქონდეს თქვენი იმედი, რომ რუსეთი გონზე მოიყვანოთ და ყველა დააბრუნოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან". – თქვა მაკრონმა სი ძინფინგთან გამართულ პრესკონფერენციაზე. 

სი ძინფინგის თქმით, ჩინეთსა და საფრანგეთს მსოფლიოში მშვიდობის გარანტიის "შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა" გააჩნიათ.

მაკრონი: ჩინეთის დაკვირვება იგივეა, უკრაინაში საბრძოლო ამინდია, მოლაპარაკებების დრო არაა

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, პეკინი მხარს უჭერს უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და კონფლიქტის პოლიტიკურ გადაჭრას. მან საერთაშორისო საზოგადოებას "რაციონალური თავშეკავებისკენ" მოუწოდა. ამას გარდა, მან გაიმეორა, რომ კონფლიქტში ბირთვული იარაღი არ უნდა გამოიყენონ.

მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა ვერ იარსებებს მანამ, სანამ უკრაინის ტერიტორიები ოკუპირებული რჩება.

განცალკევებულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც მაკრონს მოგზაურობაში ახლდა, აღნიშნა, რომ ჩინეთის მიერ რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემა საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ წასვლა იქნება და ევროკავშირი-ჩინეთის ურთიერთობას "სერიოზულად ავნებს".

მაკრონი ტაივანზე: აშშ-ს დღის წესრიგსა და ჩინეთის გადაჭარბებულ რეაქციას არ უნდა მივდიოთ

კომენტარები