რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: ჩინეთის დაკვირვება იგივეა, უკრაინაში საბრძოლო ამინდია, მოლაპარაკებების დრო არაა

ემანუელ მაკრონის ვიზიტი ჩინეთში
 Ludovic Marin/ AFP via Getty Images

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩინეთში გამართული ვიზიტის პარალელურად მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინაში ახლა "საბრძოლო ამინდია" და მოლაპარაკებების დრო არაა. 

"ვფიქრობ, ჩინეთს იგივე დაკვირვება აქვს, რაც ჩვენ, კერძოდ, რომ დღეს საბრძოლო ამინდია. უკრაინელები წინააღმდეგობას წევენ, ჩვენ კი მათ ვეხმარებით. ახლა მოლაპარაკებების დრო არაა". – თქვა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, ჩინეთთან დიალოგის მიზანი საერთო მიდგომების კონსოლიდაციაა და მან ოთხი მიზანი დაასახელა.

"ესაა ჩინეთთან დიალოგის მიზეზი: საერთო მიდგომების კონსოლიდაცია. მკაფიო შეხსენება ბირთვულ ძალაზე, სწორედ ჩინეთმა უნდა დაასკვნას შედეგები იმ ფაქტიდან, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ბელარუსში რამდენიმე დღის წინ ბირთვული იარაღი განათავსა, მას შემდეგ, რაც პირობა დადეს, რომ ამას არ იზამდნენ. მესამე: ძალიან ცხადი შეხსენება ჰუმანიტარული სამართლისა და ბავშვების დაცვაზე. და მეოთხე: მოლაპარაკებებისა და ხანგრძლივი მშვიდობის სურვილი". – თქვა მაკრონმა. 

მაკრონის თქმით, ევროპაშ უსაფრთხოების არქიტექტურა ვერ იარსებებს მანამ, სანამ აქ არის ქვეყნები, რომლებიც თავდასხმის საფრთხის წინაშე დგანან, ან სანამ გაყინული კონფლიქტები არსებობს. მისივე თქმით, ჩინეთისთვის უკრაინა, ალბათ, პრიორიტეტი არაა, მაგრამ ეს დიალოგი მათი რუსეთთან მიმართებით "თვითკმაყოფილების კომენტარების" შემსუბუქების შანს იძლევა.

მაკრონმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა შეხვედრის ფარგლებში გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც შეაფასეს ბირთვული ესკალაცია და უკრაინაში მშვიდობის დამყარების მოწოდება გააჟღერეს.

კომენტარები