ჰიჯაბი

ირანში იმ ქალების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც ჰიჯაბს არ ატარებენ, კამერებს დააყენებენ

ირანის პოლიციის ინფორმაციით, ირანის ხელისუფლებამ საჯარო ადგილებში კამერების დაყენება გადაწყვიტა იმისათვის, რომ ჰიჯაბის გარეშე საჯარო სივრცეში გამოსულ ქალთა იდენტიფიცირება შეძლონ. 

პოლიციის თქმით, ქალები, რომლებიც თმას ჰიჯაბით არ დაიფარავენ, "გამაფრთხილებელ ტექსტურ შეტყობინებას მიიღებენ მოსალოდნელი შედეგების შესახებ". მათივე თქმით, ეს კანონი ხელს შეუწყობს "ჰიჯაბის კანონის მიმართ არსებულ წინააღმდეგობას". 

პოლიციის გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც  სახელმწიფო ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ სისტემა "დოკუმენტებისა და გამაფრთხილებელი შეტყობინებების იდენტიფიკაციისთვის და ჰიჯაბის კანონის დამრღვევთათვის"  ეგრეთ წოდებულ "ჭკვიან" კამერებს და სხვა ინსტრუმენტებს გამოიყენებს.

ირანში ჰიჯაბის ტარება სავალდებულო ყველა ქალისთვის 1983 წლის აპრილში გახდა - 1979 წლის რევოლუციიდან ოთხი წლის შემდეგ. ირანში საპროტესტო აქციები გასულ წელს, მაჰსა ამინის დაღუპვას მოჰყვა, რომელიც ჰიჯაბის ტარების წესების სავარაუდო დარღვევისთვის დააკავეს.

კომენტარები