ვარსკვლავური ომები

Lucasfilm-ი ვარსკვლავური ომების ახალ სამ ფილმზე მუშაობს

კომპანია უოლტ დისნეის მფლობელობაში მყოფი Lucasfilm-ი ვარსკვლავური ომების მორიგ სამ ფილმზე მუშაობს.

ახალი ფილმების შესახებ არსებულ გეგმებზე Lucasfilm-ის პრეზიდენტმა, კეთლინ კენედიმ ლონდონში, ვარსკვლავური ომების მოყვარულთა ღონისძიებაზე ისაუბრა. მას ფილმების გამოსვლის ზუსტი დრო არ დაუთარიღებია.

ვარსკვლავური ომების სერია 1977 წელს რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა დაიწყო. ბოლო ფილმი 2019 წელს გამოვიდა. 

ვარსკვლავურ ომებზე გადაღებულია 9 ფილმი, რამდენიმე სერიალი და ანიმაციები. 

ახალ ნაწილებში დაბრუნდება მსახიობი დეიზი რიდლი, რომელიც ბოლო ფილმებში რეის როლს ასრულებდა. ფილმი, რომელშიც რიდლი ითამაშებს, სიუჟეტურად ბოლოს გამოსული ნაწილიდან, The Rise of Skywalker-დან 15 წლის შემდეგ განვითარდება.

დაგეგმილ ფილმებს სამი სხვადასხვა რეჟისორი ეყოლება: დეივ ფილონი, რომელიც ვარსკვლავური ომების მიმდინარე სერიალი მანდალორელის აღმასრულებელი პროდუსერია, ჯეიმს მენგოლდი, რომელიც ინდიანა ჯონსის მორიგი ნაწილის რეჟისორია და შარმინ ობეიდ-ჩინოი, რომელიც Disney+-ის სერიალის, მის მარველის რეჟისორია.

კომენტარები