მეორე ფრონტის საკითხზე ძალიან ბევრჯერ ვთქვი და ისევ მინდა გითხრათ, რომ ეს არის 100%-ით სიცრუე, რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება მაშინ, როცა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს, ვმუშაობთ სასაზღვრო პოლიციასთან, სანაპირო დაცვასთან, რათა ქვეყანა გაძლიერდეს. რატომ უნდა გვინდოდეს, რომ საქართველო დავაყენოთ საფრთხის, რისკის ქვეშ? ჩვენ ძალიან სენსიტიურები ვართ იმ პოზიციის მიმართ, რომელშიც საქართველო იმყოფება, როცა თქვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია ისეთი აგრესორისგან, როგორიც არის რუსეთი. ძალიან შემაშფოთებელია და სამწუხაროა, როდესაც გვესმის ეს ტყუილი, კონსპირაციული თეორია ძალიან ხშირად ჟღერდება და ზოგჯერ ამას იმეორებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ეს ძალიან შემაშფოთებელია, მათ იციან, რომ ეს არის 100%-ით სიცრუე
აშშ-საქართველო
დეგნანი მეორე ფრონტზე: 100%-ით სიცრუეა, შემაშფოთებელია, რომ ამას ოცნების წევრებიც იმეორებენ
tbl.ge/6byg
დაკოპირდა

თქვა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
ამავე თემაზე
- AP: აშშ-ს სანქციების სიაში მოხვდა ქართველ-რუსი ოლიგარქი
- ვაშაძე აშშ-ს სამხედრო ბაზაზე: ინფორმაცია სიმართლეა, არაერთ შეხვედრაზე გვქონდა მინიშნებები
- ფრიდი: მოსაზრება, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა სურს, სრული სისულელეა
- აშშ-ს საელჩო: მზად ვართ, ქუთაისის აეროპორტს საექსპორტო ჰაბად ქცევაში დავეხმაროთ
- ო'ბრაიენი: ვმუშაობთ ევროპელ კოლეგებთან ერთად, მათი წაყენებული პირობები ჩვენსაზეც აისახება