ძალიან სასარგებლო შეხვედრა მქონდა, განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს, რაზეც ვთანამშრომლობთ. საუბარი გვქონდა დამატებით ნაბიჯებზე, რა უნდა გადაიდგას და რით უნდა დაეხმაროს აშშ საქართველოს პარლამენტს, რომ გაგრძელდეს სამართლებრივი რეფორმები და სასამართლო სისტემის რეფორმა, რადგან ეს გახლავთ 12 რეკომენდაციის შემადგენელი ნაწილი, როგორც სასამართლო სისტემის რეფორმა, ასევე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმა და იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში საქართველო შეძლებს და მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა, ამისთვის სამუშაოა ჩასატარებელი. ვიცით, რომ არსებობს რეკომენდაციები ვენეციის კომისიისგან, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ დაკმაყოფილდეს ის სტანდარტი სასამართლო სისტემის რეფორმასთან, რაც გაწერილია 12 რეკომენდაციაში და ერთ-ერთი საკითხი გახლავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება. ამ რეფორმაზე საუბარია ვენეციის კომისიის ბოლო 4 მოხსენებაში და ასევე იმ ანგარიშში, რომელიც წარმოდგენილია ბოლო თვეს, თუმცა, მეტი უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით
tbl.ge/6bye
დაკოპირდა

თქვა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
აშშ-საქართველოაშშ-ის საელჩო საქართველოშიკელი დეგნანიქართული ოცნებაშალვა პაპუაშვილისასამართლო კლანის სანქცირება
ამავე თემაზე
- თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
- კობახიძე აშშ-ს: მზად ვართ, პირდაპირი დიალოგის გზით განვსაზღვროთ საერთო პრიორიტეტები
- საქართველოს პასუხი რუბიოს განცხადებაზე სრულიად კონტრპროდუქტიული იყო - კარაფანო
- ტრამპთან დალაგების ნაცვლად, ოცნებამ აშშ-სგან მძიმე დარტყმა მიიღო - გეგელია აქტზე
- აშშ დაძვრენის საშუალებას არ მისცემთ, ცვლილებები მოუწევთ – კარაფანო კობახიძის განცხადებაზე




